გაცნობიერება

ავტორი: ენტონი დე მელო

15 

გამომცემლობა: პეგა
გამომცემელი: თამაზ თურმანიძე
მთარგმნელი: ნინა თურმანიძე
რედაქტორი: თამაზ თურმანიძე
დიზაინერი: ალექსანდრე კუზანიშვილი
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: ფილოსოფია
ISBN: 9789941271373
ფორმატი: 14.5X20.5
ენა: ქართული
წელი: 2017
ყდა: რბილი
წონა: 0.160
გვერდები: 172

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

მსოფლიოში აღიარებული ინდოელი ფსიქოლოგის, ფსიქოთერაპევტისა და მისტიკოსის ენტონი დე მილოს წიგნები პოპულარული და საყვარელია მრავალ ქვეყანაში. ქრისტიანული სულიერი კულტურის, ბუდისტური იგავების, მოვლენების ფილოსოფიური კუთხით შეცნობის, გონების განათების ელემენტების ჰარმონიული შეწყობა, მის ბრჭყინვალე ქადაგებებს (დე მილო მღვდელიც იყო) აქცევს ნამდვილ აღმოჩენად. „გაცნობიერება“ – ესაა მოწოდება კოშმარისაგან გამოფხიზლებისკენ, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ სინამდვილეს, და საკუთარი თავისთვის ხელახლა აღმოჩენა ნამდვილი ცხოვრების ბედნიერებისა. დე მილოს მომხიბლავი, შესაქცევი, ტემპერამენტული და პარადოქსული წიგნი – ეფექტიანი წამალია მოწყენილობისა და იმედგაცრუების სამკურნალოდ.

მოკლე თავებში ავტორი შეაგონებს, რჩევა-დარიგებას აძლევს და პროვოცირებას უკეთებს მკითხველს: საჭიროა დატოვო ილუზიების ეს შეშლილი სამყარო და გააცნობიერო ჩვენი გარემომცველი სინამდვილე. დე მილოს აზრით, გაცნობიერება მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, როცა გავიაზრებთ ჩვენს ყველაზე იდუმალ, ყველაზე ბიწიერ აზრებსა და გრძნობებს. ეს აზრები და გრძნობები აუცილებლად უნდა გამოვიცნოთ, სულით და გულით მივიღოთ, არ დავემორჩილოთ მათ – და საშუალება მივცეთ ახალ ცნობიერებას შევცვალოთ საკუთარი გული და სული. მსგავსი ცვლილება, დარწმუნებულია დე მილო, ადამიანში ასახლებს სიმამაცეს, აძლევს მას გარისკვის უნარს, და შეგრძნებებს თავისი ნათესავებისა და ახლობლების საჭირბოროტო მოთხოვნილებებსა და ფარულ შესაძლებლობებს.

ესაა ბრწყინვალე წიგნი სულისკვეთების შესახებ, რომელიც გაღვიძებისკენ მოუწოდებს. დატკბით ამ წიგნით, გახსენით თქვენი სული და უსმინეთ მას გულით. ასე იტყოდა ტონი. მოუსმინეთ, რას მოგითხრობთ იგი, და მალე თქვენ შეძლებთ ადამიანებს უამბოთ თქვენი საკუთარი ისტორია.

 

Scroll to Top