კომპლექტი: ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის (წიგნი I, II, III)

ავტორი: გიორგი გურჯიევი

Original price was: 114 ₾.Current price is: 94 ₾.

გამომცემლობა: აქტი
გამომცემელი: გიზო ცაცუა
რედაქტორი:
დიზაინერი: ნიკა ჯიბლაძე
კორექტორი: ეკატერინე კვირკველია

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: ეზოტერიკა
ISBN: ......
ფორმატი: 14.5X20.5
ენა: ქართული
წელი: 2025
ყდა: რბილი
წონა: 1.185
გვერდები: 1303

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

წიგნი მოიცავს არაერთ თემასა და სამსჯელო საგანს. იგი წარმოადგენს ერთგვარ ალეგორიასა და მითოსურ ნარატივს, რომელიც თავიდან ბოლომდე ლიტერატურული ფორმითაა გადმოცემული.

ავტორი აღნიშნავს, რომ წიგნის მიზანია, მკითხველს დაანახოს „გამანადგურებლად, უმოწყალოდ, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, მკითხველის მენტალობასა და გრძნობებში საუკუნეების განმავლობაში ფესვგადგმული რწმენები და წარმოდგენები ამ სამყაროში არსებული ყოველივეს შესახებ“.

ნაწარმოებში გამოყენებულია ე.წ. ჩარჩოებიანი ხერხი მხატვრული წერის მანერისა – არამიწიერი არსების, ბელზებელის (რომელიც ატარებს ამავე სახელის მქონე დემონის სახელწოდებას) ჩაფიქრებები და სხვადასხვა ისტორიები. თავს გადახდენილ ამბებს ბელზებელი უყვება თავის შვილიშვილ ჰუსეინს, რომელთან ერთადაც ხომალდ „კარნაკით“ მოგზაურობს კოსმოსში თავისი მშობლიური პლანეტის (კარატაზი) მიმართულებით. ბელზებელი დეტალურად აღწერს ისტორიებს, ადათ-წესებს, ჩვეულებებს, კულტურასა თუ ფსიქოლოგიას ადამიანური არსებების შესახებ.

ისტორია ალეგორიულად გამოხატავს ავტორის მიერ თავისებურად აღქმული ადამიანური ყოფიერების, მდგომარეობისა და პირობების განმარტებას. ნაწარმოების პროტაგონისტი პერსონაჟი გვიყვება დედამიწაზე არაერთი სტუმრობის შესახებ, სადაც მას გარკვეული შეხედულებები ჩამოუყალიბდა კაცობრიობაზე. მისი ეს აღნიშნული ნარატივი მთელ ნაწარმოებში მიჩნეულია, როგორც ერთგვარი ახსნა-განმარტება ბატონი გურჯიევის ფილოსოფიური მსოფლმხედველობისა.

გამომცემლობის რეკომენდაციაა რომ მკითხელი გიორგი გურჯიევის შემოქმედებას გაეცნოს შემდეგი თანმიმდევრობით: 1. ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის, 2. შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან, 3. ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა „მე ვარ“, 4. გრძნეულთა ბრძოლა, 5. დანახული რეალური სამყაროდან.

Scroll to Top