წიგნში შალვა ამონაშვილი აღწერს, თუ როგორია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელმაც გადაწყვიტა ჰუმანურობის გზაზე იაროს. ეს წიგნი ეძღვნება ბატონი შალვას რძალს – ქალბატონ თამარ სხვიტარიძეს და წიგნში შევხვდებით ბატონი შალვას დაწერილ ხელნაწერ წერილებს, რომელსაც ის ხშირად სწერს ქალბატონ თამარს. წიგნში განხილულია ისეთი საკითხები როგორიცაა: აზრი, სიყვარული, მიზნები, ბედნიერება, შვილი, სინდისი, რწმენა, ოჯახი და სხვა. ეს წიგნი დაეხმარება ნებისმიერ ადამიანს – როგორც მშობელს, ისე სხვას, რომ ჭეშმარიტი ადამიანურობის ცხოვრებისეულ გზაზე იაროს.