ჰანს-გეორგ გადამერის ესთეტიკური კონცეფცია

ავტორი: ნატალია ბერძენიშვილი

15 

გამომცემლობა: თსუ
გამომცემელი:
მთარგმნელი:
დიზაინერი:
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: ფილოსოფია
ISBN: 9789941135064
ფორმატი: 14.5X20.5
ენა: ქართული
წელი: 2020
ყდა: რბილი
წონა: 0.269
გვერდები: 187

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

ნაშრომი წარმოადგენს ჰანს-გეორგ გადამერის ფილოსოფიური ჰერმენევტიკის ანალიზს, რომელსაც ეფუძნება მისი ესთეტიკური კონცეფცია. კვლევისას, ესთეტიკურ-ისტორიულ ჭრილში განხილულია პრობლემა ხელოვნების მარადიულობის შესახებ. გადამერის ძირითადი ნაშრომი „ჭეშმარიტება და მეთოდი“ ეძღვნება იმას, რომ არ არის და არც შეიძლება იყოს მეთოდი, რომელიც განკარგავს ჭეშმარიტებას, რომ ფილოსოფიაში არა გვაქვს უტყუარობის კრიტერიუმები. ასეთი მიდგომით, მას ფილოსოფიური ჰერემენევტიკის საკითხი მეთოდოლოგიური ასპექტიდან ონტოლოგიურში გადააქვს, რამაც განაპირობა ის, რომ ამოსავალ წერტილად იქცა ხელოვნება, როგორც გამოცდილების წვდომის შესაძლებლობა. ჰერმენევტიკა, როგორც გაგებისა და განმარტების ხელოვნება, თანდათან უფრო იძენს მზარდ სააზროვნო ძალას და, ამასთანავე, ინარჩუნებს მძლავრი შემოქმედებითი მუხტის ფუნქციას. ფილოსოფიური ჰერმენევტიკა, როგორც უნივერსალური ფილოსოფია, მოწოდებულია პასუხი გასცეს მნიშვნელოვან ფილოსოფიურ კითხვას: როგორაა შესაძლებელი გარშემომყოფი სამყაროს გაგება და ამ გაგებაში როგორაა ჩართული ყოფიერების ჭეშმარიტების საკითხი. ფილოსოფიური ჰერმენევტიკის არსის კვლევა და ხელოვნებასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების წინ წამოწევა და გადააზრება განსაზღვრავს ნაშრომის აქტუალობას. ვფიქრობთ, ეს წიგნი დახმარებას გაუწევს ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტებს, ფილოსოფიური ჰერმენევტიკითა და ხელოვნების საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს.

Scroll to Top