მსოფლიოში ცნობილი კანადელი ფსიქოლოგის, ფილოსოფოსის ლიზ ბურბოს ეს პატარა წიგნი ძირითადად შიშს ეძღვნება: ხალხის შიშს, გადაწყვეტილებების მიღების შიშს, ავადმყოფობების და ურთიერთობების შიშს; შიშს, რომელსაც მიჰყავს კიდეც იმის რეალიზაციისკენ, რისიც გვეშინია; ასევე აგორაფობიას, კლაუსტროფობიას და სხვადასხვა სახის ფობიებს და მათგან განთავისუფლების ხერხებს. ლიზ ბურბო გვთავაზობს მარტივ და გასაგებ ხერხებს დამოკიდებულების შესაცვლელად, ცხოვრების უკეთესობისკენ შესაცვლელად.
წიგნი დაწერილია მარტივი და გასაგები ენით და განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის.