ყოველი ამბის დასასრული

ავტორი: მინდია არაბული

20 

გამომცემლობა: დიოგენე
გამომცემელი:
მთარგმნელი:
რედაქტორი:
დიზაინერი:
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: მხატვრული
ISBN: 9789941117046
ფორმატი: 13.5X19.5
ენა: ქართული
წელი: 2021
ყდა: რბილი
წონა: 0.134
გვერდები: 134

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

„მინდია არაბულის მოთხრობების კრებულში თავმოყრილი ტექსტები ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, ავტონომიური ნაწარმოებებია; თითოეულ მათგანში მოქმედება, თხრობა რადიკალურად განსხვავებულ დროსა და სივრცეში მიმდინარეობს, მაგრამ გრჩება შთაბეჭდილება, რომ ამ ამბებს რაღაც არსებითი აკავშირებს, ამთლიანებს.

მიუხედავად იმისა, რომ მოთხრობათა სიუჟეტები მკვეთრად არის დაშორებული თანამედროვეობას, სოციალურ რეალობას, ყველა მათგანი განსაკუთრებული მხატვრული სიღრმითა და ირონიით ზედმიწევნით ზუსტად აღწერს ჩვენს აწმყოს; პერსონაჟები, რომლებიც აქ გვხვდებიან, უძველესი ეპოქების ან ძალზე შორეული მომავლის ნაწილნი არიან, მაგრამ დაუძლეველი სიჯიუტით გვგვანან ჩვენ.

შიში უცხოსადმი, სხვისადმი, რელიგიურ რელიკვიათა წარმოქმნის კარიკატურულობა, ტექნოლოგიების გავლენის შიშის აბსურდულობა და ა. შ. – ეს ის თემებია, რომლებიც წიგნში ენობრივი ექსპერიმენტებით, სტილიზების მეთოდებით და თხრობის განსაკუთრებული ტექნიკებით არის სიუჟეტებში გაშლილი“.

ლექსო დორეული, ფილოსოფოსი, ლიტერატურის კრიტიკოსი.

Scroll to Top