ქრისტიანთა თავისუფლების შესახებ

ავტორი: მარტინ ლუთერი

12 

გამომცემლობა: აქტი
გამომცემელი: გიზო ცაცუა
მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე
რედაქტორი: დავით ცომაია
დიზაინერი: თათია ახალაია
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: რელიგია
ISBN: 9789941874314
ფორმატი: 11.0X17.0
ენა: ქართული
წელი: 2025
ყდა: რბილი
წონა: 0.065
გვერდები: 73

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

ქრისტიანთა თავისუფლების შესახებ მსჯელობას ავტორი ორმაგი პარადოქსული დებულებით იწყებს – ამტკიცებს რა, ერთი მხრივ, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანი ყველასა და ყოველივესაგან თავისუფალია და, მეორე მხრივ, რომ ის ვალდებულია ყველას ემსახურებოდეს. ამ პარადოქსს საფუძვლად უდევს ადამიანის ორგვარი ბუნება: ლუთერი შინაგან ანუ სულიერ ადამიანს გარეგანი ანუ ხორციელი ადამიანისაგან ასხვავებს. ამასთან, სულიერი ადამიანი ჭეშმარიტად ყოველივესგან – მათ შორის, საკუთარი ხორცის სატანჯველისაგანაც – თავისუფალია, არაფერზე და არავისზეა დამოკიდებული, გარდა ღვთისა, და რწმენის მეშვეობით მასთან მტკიცე კავშირს ამყარებს: რწმენა მორწმუნის სულსა და ქრისტეს შორის ქორწინების საწინდარია და როგორც ცოლ-ქმარს მატერიალური ქონებაც საერთო აქვთ და ხორცითაც ერთნი არიან, ასევე სულიც რწმენის მეშვეობით ქრისტეს ყოველგვარ სათნოებას ეზიარება, ხოლო ქრისტე მის ცოდვებს საკუთარ თავზე იღებს და აუქმებს.

Scroll to Top