წიგნში ავტორი ქალისა და მამაკაცის სამართლებრივი და სოციალური თანასწორობის სასარგებლოდ გამოდის. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნაშრომის საფუძვლად დევს შემდეგი მოსაზრება: „ერთი სქესის კანონიერი დაქვემდებარება მეორისადმი – თავისთავად მცდარია და დღესდღეობით ერთ-ერთ უმთავრეს დაბრკოლებას წარმოადგენს ადამიანის სრულყოფისათვის“.
ავტორი თხზულებაზე მეუღლესთან, ჰარიეთ ტეილორ მილთან, ერთად მუშაობდა. აღსანიშნავია რომ ნაშრომში გადმოცემული არგუმენტები სქესთა შორის თანასწორობის შესახებ იმ დროის ევროპის ტრადიციულ ნორმებთან წინააღმდეგობაში იყო.
წიგნი დღემდე ითვლება ფემინისტური ლიტერატურის კლასიკად.