ფსიქოლოგიური თხზულებები

ავტორი: ზიგმუნდ ფროიდი

10 

გამომცემლობა: პეგა
გამომცემელი: თამაზ თურმანიძე
რედაქტორი: თამაზ თურმანიძე
დიზაინერი:
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: ფსიქოლოგია
ISBN: 9789941069604
ფორმატი: 14.0X20.0
ენა: ქართული
წელი: 2014
ყდა: რბილი
წონა: 0.180
გვერდები: 238

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

წინამდებარე  გამოცემა აერთიანებს ფსიქოანალიზის მამის ზიგმუნდ ფროიდის მოცულობით შედარებით მცირე, მაგრამ შინაარსობრივად ღრმა ხუთ ნაშრომს.

1. „ერთი ილუზიის მომავალში“ ფროიდი ეხება კულტურის პროგრამული გარდაქმნის პრობლემებს. მისი აზრით, კაცობრიობა უნდა მიისწრაფვოდეს კულტურაში მეცნიერული და რელიგიური საწყისების სწორი შეთანაწყობისკენ.

2. „სქესთა ანატომიური განსხვავების ზოგიერთ ფსიქიკურ შედეგში“ ფროიდი იკვლევს ლტოლვების კონსტიტუციაში შეტანილ გამოვლინებებს და ყველაზე ადრეული ცხოვრებისეული შთაბეჭდილებების მოვლენებს.

3. „სიზმრის შესახებ“ ნაშრომში ფროიდი მიუთითებს, რომ ძილის დროს გამორთულია ცნობიერების ნებითი კონტროლი, ამიტომ სიზმრები საშუალებას გვაძლევს შევისწავლოთ ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური გამოვლინებანი.

4. „სიამოვნების პრინციპის მიღმა“-ში გამოთქმულია ტრადიციული ფსიქოანალიზისთვის ახალი იდეა, რომელიც ამტკიცებს, რომ ეროსთან, როგორც სიცოცხლისკენ საწყის ლტოლვასთან ერთად, ადამიანის ქცევას მართავს მისი საპირისპირო – სიკვდილისკენ, ცოცხალი ორგანიზმის არაცოცხალ მდგომარეობაში დაბრუნებისკენ ლტოლვა.

5. „ბავშვს სცემენ“-ში ფროიდი იკვლევს ბავშვებთან სექსუალური გაუკუღმართების  მექანიზმებს. ფროიდის ხუთივე ნაშრომი მკითხველს უთუოდ ღრმად დააინტერესებს და ჩააფიქრებს. წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისათვის.

Scroll to Top