ამ წიგნზე მუშაობისას, ჩვენი თემისაკენ სხვადასხვა მხრიდან მივდიოდით, ე.ი. სხვადასხვა საგნებიდან, ერთი – ევროპული ფილოსოფიის ისტორიიდან (უპირველეს ყოვლისა დეკარტესა და კანტიდან), სხვა – ბუდოლოგიიდან (უპირველეს ყოვლისა, დიდი ეტლის სუტრებიდან და ასანგას ტრაქტატებიდან). …თითქმის ყოველი ნორმალური სემიოტიკოსი მიიჩნევს (ან მიდრეკილია, უნდა მიიჩნევდეს), რომ თითქმის ყოველი მოვლენა შეიძლება განიხილებოდეს, როგორც რომელიღაც სხვა მოვლენის ნიშანი. ამაში ჩვენ სემიოტიკას სწორედ ნახევრად ვეთანხმებით. …ჩვენ ხელს გვაღებინებს ამგვარი განხილვის ხაზგასმული ეპისტემოლოგიურობა. …მაშინ ჩვენ მივმართეთ ც ნობიერებას, როგორც იმ ერთადერთ რაღაცას, რაც არის არა – საგანი, ე.ი. რაც „არის“ და „არის არა – საგანი“. ამ ონტოლოგიურ ინტენციაში სიმბოლო „გვესახება“ (ან „გვახსენდება“) ასეთ უცნაურ საგნად, რომელიც ერთი ბოლოთი ნივთთა სამყაროში „წარმოდგება“, ხოლო სხვათი – ცნობიერების სინამდვილეში „ეფლობა“. აქედან წარმოიშობა თემის მეორე საკითხი: „სიმბოლო – რისი?“ ამის შემდეგ ჩვენთვის ნათელი გახდა, რამდენად შორს წავედით სემიოტიკიდან. ამ „წასვლის“ ფაქტი სამუშაოს საერთო გეგმამ განაპირობა. თავდაპირველად გადმოიცემა ცნობიერების მეტათეორია სიმბოლიზმში ცნობიერების შეტანის წესით. შემდეგ – ზოგადი მოსაზრებები სიმბოლოების შესახებ, როგორც მარტივი ან რთული (სტრუქტურული) ფაქტების თანამიმართებით ცნობიერებასთან და გაგებასთან. ბოლოს – უზოგადესი მოსაზრებები სიმბოლოთა სემანტიკის, როგორც ცნობიერების სიმბოლოების შესახებ.