„სიჩუმე ვისაც მოუნდებოდა, მთებში უნდა წასულიყო. იქ მართლაც იპოვიდა რამდენიმე სახლს, სადაც შეძლებდა თანამემამულეების მძვინვარე ტემპერამენტით აღძრული ღრიანცელის ცხრაბალიან ტალღებს დამალვოდა“.
თანამედროვე მწერლის – ეკა კუხალაშვილის სადებიუტო პოსტმოდერნისტული რომანი „პრინცესა დრაკონის კუნძულიდან“ – ფენტეზის ჟანრს განეკუთვნება. წიგნში მოქმედება ზღაპრულ სამყაროში მიმდინარეობს, მაგრამ მოთხრობილი ამბავი აღგვიწერს ისეთ რეალისტურ ურთიერთობებს, რომლებსაც ყოველდღიურად ვაწყდებით. ამიტომ, თამამად შეიძლება, რომანი დიდების საკითხავ ლიტერატურადაც ჩაითვალოს.