ქეთევან ჯაფარიძის მონოგრაფია ეძღვნება ონკოლოგიური დაავადების ფსიქოლოგიური ასპექტების თეორიულ ანალიზსა და ემპირიული კვლევის გზით ონკოლოგიური ავადმყოფისათვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერის აუცილებლობის დასასაბუთებლად საჭირო მტკიცებულებათა მოპოვებას. დღეს ქვეყანაში მოქმედი ონკოლოგიური დაავადების მკურნალობის სტანდარტი არ შეესაბამება ჯეროვანი ონკოლოგიური მკურნალობის საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც ეფუძნება ეფექტური ფსიქოსოციალური დახმარების საყოველთაოდ აღიარებულ მოდელს და შემუშავებულია რეკომენდაციები მოქმედი სტანდარტის სრულყოფისათვის. მულტიდისციპლინარულ მიდგომაზე დაფუძნებული ფსიქოსოციალური დახმარება აღიარებულ უნდა იქნეს ონკოლოგიურ პაციენტთა ჯეროვანი მკურნალობის განუყოფელ ნაწილად, ხოლო მის განვითარების ხელშეწყობა – სახელმწიფოს მოვალეობად.