კარლ იასპერსი – გერმანელ-შვეიცარიელი ფსიქიატრი და ფილოსოფოსი. ძლიერი გავლენა მოახდინა თანამედროვე თეოლოგიაზე, ფსიქიატრიასა და ფილოსოფიაზე. მას შემდეგ, რაც ტრენინგი გაიარა პრაქტიკულ ფსიქიატრიაში, იასპერსმა დაიწყო ფილოსოფიური კვლევა, რის შედეგადაც, აღმოაჩინა ინოვაციური ფილოსოფიური სისტემა. მას გერმანიაში ხშირად მიიჩნევდნენ ეგზისტენციალიზმის მთავარ წარმომადგენლად, თუმცა თავად ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა. წიგნი გერმანიაში პირველად გამოქვეყნდა 1947 წელს. ქართულ გამოცემაში შეტანილია 1950 წლის დამატება – „ნიცშეს ადგილი ფილოსოფიის ისტორიაში“. წიგნში განხილულია ფრიდრიხ ნიცშეს დამოკიდებულებები და მიმართებები ქრისტიანობის შესახებ, შეხედულებები ისტორიაზე და ა.შ.