წინამდებარე წიგნი წარმოადგენს 2018-2022 წლებში ახალი საქართველოს უნივერსისტეტში, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქრისტიანული ფილოსოფიის სადოქტორო პროგრამაზე შესრულებულ სადისერტაციო ნაშრომს, რომლის დაცვა შედგა 2022 წლის 26 ივლისს, ახალი საქართველოს უნივერსიტეტში.
წიგნი მიზნად ისახავს უმნიშვნელოვანესი ქრისტიანი მოაზროვნის – ნერატი ავგუსტინეს – ფილოსოფიური ანთროპოლოგიის გააზრებას და, ამასთანავე, არის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის პერიოდში მიღებული ცოდნის, გამოცდილების ერთგვარ შეჯამებას.