ნარცისიზმი, ინცესტი, ოიდიპოსის კომპლექსი
12 ₾
გაზიარება:
მიწოდება: რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.
თბილისი – 6 ლარი. მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.
შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.
უფასო მიწოდება გულისხმობს უფასო მიწოდებას თბილისში,
რეგიონებში კი 4 ლარად მიწოდებას ნაცვლად 9 ლარისა.
წიგნის ანოტაცია
ამ წიგნში გაერთიანებულია მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრის, ფსიქოლოგის და ფილოსოფოსის ერიხ ფრომის ორი შესანიშნავი ნაშრომი: „ნარცისიზმი, ინცესტი, ოიდიპოსის კომპლექსი“ და „სიზმრები და მათი ახსნა“. ერიხ ფრომი თვლის, რომ ნარცისიზმი არაჯანსაღი ინსტიქტების კომპენსატორია, როცა ადამიანს არა აქვს გარე სამყაროსადმი ნამდვილი იტერესი. ამის გამო ნარცისიზმის მატარებელი კონცენტრირდება მხოლოდ თავის თავზე, თავის ვიტალურ და ეგოისტურ მოთხოვნილებებზე და ინტერესებზე. ეს ყველაფერი, თვლის ერიხ ფრომი, იწვევს რაციონალური აზროვნების უნარის დაკარგვას და წინასწარი შეგონებების საფუძველზე მოქმედებას. ნარცისიზმი განსაკუთრებულად ვითარდება ადამანებს შორის ერთობის დარღვევისას და მათში პათოლოგიური ინდივიდუალიზმის განვითარებისას. ფრომმა შემოგვთავაზა თავისი ჰიპოთეზა ინცესტისა და ოიდიპოსის კომპლექსის შესახებ, რომელიც დეტალურადაა განხილული ამ წიგნში.
ნაშრომში „სიზმრები და მათი ახსნა“ ორიგინალურადაა განხილული სიზმრების ბუნება და მათი ახსნის ხელოვნება.
წიგნი განკუთვნილია ფსიქოლოგიით დაინტერესებულ პირთა ფართო წრისათვის.






