მოკლეს საკუთარი სახლში / ლავრენტი ბერიას ვაჟი მოგვითხრობს

ავტორი: რაულ ჩილაჩავა

10 

გამომცემლობა: საგა
გამომცემელი:
მთარგმნელი:
რედაქტორი:
დიზაინერი:
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: სხვადასხვა
ISBN: 9789941972454
ფორმატი: 14.8X21.0
ენა: ქართული
წელი: 2021
ყდა: რბილი
წონა: 0.295
გვერდები: 218

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

პოსტსაბჭოთა პერიოდში ამ ოდიოზურ მოღვაწეზე დაიწერა არაერთი სტატია და წიგნი, შეიქმნა მხატვრული და დოკუმენტური ფილმები, მაგრამ უმთავრესი კითხვა: როგორ დაასრულა სიცოცხლე ჩავლილი ჟამის ერთ-ერთმა მესვეტემ, ბოლომდე მაინც პასუხგაუცემელი დარჩა. ძირითადად სწორედ ამ თემის გარშემო საუბრობენ „კიეველი ქართველები“: მწერალი რაულ ჩილაჩავა და ლავრენტი ბერიას ვაჟი ბატონი სერგო, რომელიც მამის ცხოვრებისეულ გზასთან ერთად საკუთარი რთული ბიოგრაფიის დეტალებსაც გვამცნობს. სერგო ბერიას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ მამამისი მოკლეს საკუთარ სახლში, ხოლო სასამართლო პროცესი და ბრალდებულის დახვრეტა პარტიული კამარილიის მიერ დადგმული ფარსი იყო. წიგნში საუბარია ასევე ბერიას ამურულ თავგადასავლებზე, მის როლზე ქართული ინტელიგენციის რეპრესიებში, მეორე მსოფლიო ომის დროს კავკასიის დაცვაში, საბჭოთა ატომური ბომბის შექმნაში და კიდევ ბევრ სხვა საჭირბოროტო საკითხზე, რომლებთანაც ასე თუ ისე შეხება ჰქონდა შერისხულ მარშალს. წინამდებარე გამოცემა არც ისტორიული კვლევაა და არც მხატვრული ნაწარმოები. როგორც ქვესათაურშია მინიშნებული, ესაა ვრცელი დიალოგი სერგო ბერიასთან, რომლის პასუხები ხშირად, ალბათ, სუბიექტური და მიკერძოებულია, მაგრამ სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო: შვილის შეფასებები და დასკვნები განსხვავდება ოფიციალური შეფასებებისა და დასკვნებისგან, რაც აღნიშნულია კიდეც წიგნში.

Scroll to Top