მოდერნული სახელმწიფო / სამართლიანობა / ადამიანის უფლებები

ავტორი: ავტორთა ჯგუფი

29 

გამომცემლობა: მერიდიანი
გამომცემელი:
მთარგმნელი: ლაშა ბრეგვაძე
დიზაინერი:
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: ფილოსოფია
ISBN: 9789941340529
ფორმატი: 14.5X20.5
ენა: ქართული
წელი: 2021
ყდა: რბილი
წონა: 0.448
გვერდები: 404

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

სიტყვა „სახელმწიფო“ ერთი შეხედვით ყველასთვის გასაგებად ჟღერს, თუმცა, თუ მის არსობრივ შემეცნებაზე/შეცნობაზე მიდგება საქმე, აღმოჩნდება, რომ იგი როგორც ცნება და იდეა არც ისე იოლი საწვდომია.

ეს იმაზეც არის დამოკიდებული, ამ ცნებას ფართო მნიშვნელობით გამოვიყენებთ და განვიხილავთ, თუ ვიწრო მნიშვნელობით. ამ შემთხვევაშიც კი, სახელმწიფოს ცნებაზე არ არსებობს ერთადერთი და ამომწურავი პასუხი, – იქნება ეს სისტემური თუ ისტორიული ხასიათის.

იგი შეიძლება გავიგოთ ტრანსისტორიულ (ეპოქების გადამფარავ), უნივერსალურ, ქმედითობის მოთხოვნით (პრეტენზიით) არც დროით და არც სივრცულად შემოსაზღვრულ (საზოგადოებრივი) წესრიგის კონცეფციად, რომლის არსობრივი დატვირთვები და ატრიბუტები დროისა და სივრცისგან დამოუკიდებლად ცნებობრივ-დეფინიტორულად არის საწვდომი, მიუხედავად იმისა, რომ სტრუქტურული ნიშნები და ორგანიზაციული ფორმები, – ისეთები როგორებიცაა მიმართებების/ურთიერთობების მართვა, ძალაუფლების და დავალებების გადანაწილება – ინსტიტუციები ისტორიის მსვლელობისას ხშირ შემთხვევაში რადიკალურად ცვალებადია; სწორედ ამის გამო ვსაუბრობთ ანტიკურ, შუა საუკუნეების, ანდა ახალი დროის სახელმწიფოზე; ეს არის სახელწიფოს შესახებ ტრანსისტორიული წარმოდგენა.

Scroll to Top