წიგნში მოცემულია, ყოველდღიური ასტროლოგიური პროგნოზი, რომელიც საშუალებას მისცემს თითოეულ ადამიანს, წინასწად დაგეგმოს მთელი წელი ასტროლოგიის დახმარებით და გამოიყენოს მიღებული ინფორმაცია, პირად თუ საზოგადოებრივი საქმოანობის შესასრულებლად.
აპლიკაცია, რომელიც მიბმულია წიგნზე, აცოცხლებს ყდას და გადაგიყვანთ მაგიურ სამყაროში, მოცეცკვავე ფერიასთან. ასევე აპლიკაციის საშუალებით, წიგნის ყდიდან, შეგიძლიათ შეხვიდეთ კოსმიურ პორტალში და 3D-ში დაათვალიეროთ კოსმოსი.
წიგნი არის ერთგვარი გზამკვლევი იმათთვის, ვისაც აინტერესებს საიდან მოვდივართ, სად მივდივართ, სად გვაქვს კონკრეტული სისუსტე ან ძალა აღნიშნულ, 2025 წელს. აღსანიშნავია, რომ ასეთი კალენდარი გამოვა ყოველ მომდევნო წელს! ამ გამოცემაში შესულია: • მთვარის კალენდარი; • ფინანსური კალენდარი; • სილამაზის კალენდარი; • ჯანმრთელობის კალენდარი; • 2025 წლის დღეებში დაბადებული ადამიანები.