მთის ხმა

ავტორი: იასუნარი კავაბატა

27 

გამომცემლობა: სიესტა
გამომცემელი: ქეთი კიღურაძე
რედაქტორი: დავით კაკაბაძე
დიზაინერი: დიზაინერთა ჯგუფი
კორექტორი: გიორგი ნიჟარაძე

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: მხატვრული
ISBN: 9789941983184
ფორმატი: 16.5X25.0
ენა: ქართული
წელი: 2021
წონა: 0.405

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

იასუნარი კავაბატა (1899-1972) პირველი იაპონელი მწერალია, რომელიც ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიით დააჯილდოეს. მან ადრე დაკარგა მშობლები და ბიჭის აღზრდა ბაბუამ ითავა; თუმცა, 15 წლისას ბაბუაც გარდაეცვალა და მოზარდი სრულიად ობლად დარჩა. კრიტიკოსები და ფსიქოლოგები ხშირად აღნიშნავენ, რომ კავაბატას შემოქმედება ამ ობლობისა და მარტოობის ტრავმის დაძლევის მცდელობაა. რომანი „მთის ხმა“ ისეთივე თვითმყოფადია, როგორიც თავად იაპონური კულტურაა, რომლის წვდომასაც მწერალი ემსახურება. რომანის მთავარი პერსონაჟია შინგო ოგატა, სამოც წელს გადაცილებული მამაკაცი, რომელიც ებრძვის ცხოვრების სასრულობას. „მთის ხმა“ უჩვეულოდ მშვიდი, ფაქიზი და „არომატული“ ტექსტია, როგორც შინგოს მიერ საკუთარ ბაღში გასხლული ბუჩქების ნაზი ტკაცუნი, ანაც – ტოტებს შორის ამოსული საკურის ყვავილის სურნელი. ერთმა კრიტიკოსმა რომანს „მშვენიერი სიმშვიდით“ დაწერილი „ბობოქარი წიგნი“ უწოდა.

Scroll to Top