წიგნში არის პირადი ჩანაწერები, თუ როგორ აცილებდა ბატონი შალვა თავის მეუღლეს მარადისობაში. წიგნის წაკითხვის შემდეგ მკითხველი გაიგებს, თუ როგორ ვიყოთ ძლიერები ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდში, როგორ გავიაროთ ეს გზა ჩვენს საყვარელ ადამიანთან, დავანახოთ მას ჩვენი უპირობო სიყვარული და გავუმარტივოთ მას ამ გზის გავლა და როგორ გავაგრძელოთ იმედით და სიყვარულით ცხოვრება, ყველაზე დიდი დანაკარგის შემდეგაც.