კომუნიზმი

ავტორი: რიჩარდ პაიპსი

Original price was: 20 ₾.Current price is: 14 ₾.

გამომცემლობა: ინტელექტი
გამომცემელი:
მთარგმნელი: ლევან ღამბაშიძე
დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: სხვადასხვა
ISBN: 9789941316920
ფორმატი: 13.5X20.0
ენა: ქართული
წელი: 2023
ყდა: რბილი
წონა: 0.265
გვერდები: 258

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

რიჩარდ პაიპსის „კომუნიზმი“ მკითხველს კომუნიზმის იდეოლოგიის, ისტორიისა და გავლენის ყოვლისმომცველ ანალიზს სთავაზობს. ის წარმოაჩენს კომუნიზმის განვითარებას მისი თეორიული პრინციპებიდან – პრაქტიკულ განხორციელებამდე. ამასთან, ტექსტი წარმოაჩენს კომუნიზმის საფუძველმდებარე პრინციპებს, როგორებიცაა თანასწორობა, კოლექტივიზაცია, კერძო საკუთრების გაუქმება და სხვ.
წიგნში პაიპსი გვთავაზობს ანალიზს იმისა, თუ რა გავლენა იქონია კომუნისტურმა იდეოლოგიამ პოლიტიკურ მოძრაობებზე, რევოლუციებსა თუ მმართველობის ფორმებზე. ავტორის მკვეთრად ანტიკომუნისტური პოზიციის მიუხედავად, ის შეძლებისდაგვარად დაბალანსებულად გადმოგვცემს კომუნიზმის ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებას.
მნიშვნელობა არ აქვს, მკითხველი მკვლევარია, სტუდენტი თუ უბრალოდ პოლიტიკური თეორიითა და ისტორიით დაინტერესებული ადამიანი – „კომუნიზმი“ ყველასთვის მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სოციო -პოლიტიკური იდეოლოგიის გასაგებად.
რიჩარდ პაიპსი (1923-2018) ამერიკელი მეცნიერი, ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი და 1968-1978 წლებში ჰარვარდის უნივერსიტეტის რუსული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი იყო. მისი ყველაზე ცნობილი ნაშრომებია: „რუსეთი ძველი რეჟიმის მმართველობის დროს“ (1974); „რუსეთის რევოლუცია“ (1990); „რუსეთი ბოლშევიკური რეჟიმის მმართველობის დროს“ (1994).
Scroll to Top