კომპასი

ავტორი: მატიას ენარი

Original price was: 25 ₾.Current price is: 17 ₾.

გამომცემლობა: დიოგენე
გამომცემელი:
რედაქტორი:
დიზაინერი:
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: მხატვრული
ISBN: 9789941116681
ფორმატი: 13.5X19.5
ენა: ქართული
წელი: 2021
ყდა: რბილი
წონა: 0.477
გვერდები: 490

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

მატიას ენარი (1972), ცნობილი ფრანგი მწერალი და მთარგმნელი, არაერთი ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია. სწავლობდა ლუვრის სკოლაში, შემდეგ კი არაბულ და სპარსულ ენებს ეუფლებოდა.

„კომპასი“, რომლისთვისაც მწერალს 2015 წელს გონკურის პრემია მიენიჭა, თვალწინ გვიშლის აღმოსავლეთს, რომელიც თავისი იდუმალებით ოდითგანვე ხიბლავდა და იზიდავდა დასავლელ ხელოვანებს.

ამ რომან-ეპოპეის სიუჟეტი ერთ ღამეს მოიცავს, როცა უძილობით გაწამებულ მთავარ გმირს ფრანც რიტერს მოგონებები მოეძალება, მოგონებები საყვარელ ქალზე – სარაზე და აღმოსავლეთზე. ფრანცი მუსიკათმცოდნეა, სარა – აღმოსავლეთმცოდნე და მათი გზები სწორედ აღმოსავლეთში – ირანში გადაიკვეთა. ისინი უსასრულოდ მსჯელობენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ურთიერთკავშირსა და განსხვავებებზე, პოეზიაზე, ხელოვნებაზე, არქეოლოგიაზე… სარა და ფრანცი კარგავენ, პოულობენ, ისევ კარგავენ ერთმანეთს, და მათი კომპასი მთელი ამ დროის განმავლობაში ჯიუტადაა მიმართული აღმოსავლეთისაკენ. უწერიათ თუ არა მათ შეხვედრა?..

Scroll to Top