კარმის დიაგნოსტიკა (სუფთა კარმა)

ავტორი: სერგეი ლაზარევი

39 

გამომცემელი:
მთარგმნელი: ელენე ფილიევა
დიზაინერი:
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: ეზოტერიკა
ISBN: 9789941870040
ფორმატი: 14.5X20.5
ენა: ქართული
წელი: 2024
ყდა: რბილი
წონა: 0.335
გვერდები: 278

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

ს.ნ ლაზარევი უნიკალური კვლევების ავტორია, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ადამიანის გრძნობები გავლენას ახდენენ მის ჯანმრთელობასა და ბედზე. წიგნებში მოცემული რეკომენდაციების დაცვით, ბევრმა ადამიანმა შესძლო საკუთარი შინაგანი ბუნებისა და ცხოვრების გაუმჯობესება. ს.ნ ლაზარევის კვლევის მიხედვით, ჩვენი ემოციები გავლენას ახდენენ ჩვენი შთამომავლების ჯანმრთელობასა და ბედზე, ამიტომ, ადამიანს შეუძლია არა მხოლოდ საკუთარი პრობლემების გადალახვა, არამედ საკუთარი შვილების დახმარებაც.

ადამიანი ფიზიკური გარსის გარდა – ბიოველსაც წარმოადგენს. თუ კი ფიზიკური გარსისთვის მნიშვნელოვანი სივრცითი მახასიათებლებია, ბიოველისთვის – დროის მახასიათებლები გახლავთ. ფიზიკური სხეული სივრცეში იშლება, ბიოველი კი – დროში.

გარკვეული ქმედებების განხორციელებით, აზრებისა და ემოციების ფიზიკურ დონეზე რეალიზებით, ადამიანი თავის დროის სხეულზე ზემოქმედებს, ანუ მარტივად რომ ავხსნათ, ქცევით და ემოციებით გავლენას ახდენს თავის მომავალზე. ადამიანის მსოფლმხედველობა და ემოციები დროის სხეულზე უფრო მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე მისი ფიზიკური ქმედებები. სწორედ ამაში მდგომარეობს კარმის მექანიზმი, რომლის მიახლოებით აღწერას სხვადასხვა ლიტერატურაში შეხვდებით.

აქედან გამომდინარე, ჭეშმარიტი მსოფლმხედველობა და ემოციები გაცილებით მნიშვნელოვანი ხდება კაცობრიობის გადარჩენისა და განვითარებისთვის, ვიდრე თანამედროვე მედიცინის ყოველი წარმატებული ნაბიჯი. აღნიშნული კვლევები საშუალებას გვაძლევს გავაერთიანოთ ადამიანის შესახებ არსებული მთელი ცოდნა ერთ სისტემაში, რომლის მეშვეობითაც უფრო მეტად გაიზრდება და გამოვლინდება სამომავლო პერსპექტივები.

Scroll to Top