ამ წიგნის ავტორი, რომელსაც დოქტორის წოდება აქვს ისტორიაში და სოციოლოგიაში, დააკვირდა თუ რა ხდება, როდესაც სახელმწიფო გადამეტებით ჩაერია ეკონომიკაში – და რა ხდება, როდესაც საბაზრო ეკონომიკას საშუალება აქვს მიცემული უფრო თავისუფლად განვითარდეს.
წიგნის პირველი თავში, ის შთამბეჭდავად აღწერს წვალებას, რომელიც მაოს სოციალიზმმა მოუტანა ჩინეთს. ცითელმანი ამ საგანში ლექციებს ატარებს მთელ მსოფლიოში – აზიაში, ლათინურ ამერიკაში, ევროპასა და აშშ-ში, და 2022 და 2023 წლებში 30 ქვეყანაში იმოგზაურა.
ჩვენ შევხვდით აშშ-ში თავისუფლების ფესტივალზე (Freedomfest), სადაც მან გვითხრა, რომ სადაც ვინმეს დაელაპარაკება ყველას ყოველთვის უსვამს ერთ კითხვას: „ამ აუდიტორიაში ვის სმენია სკოლის ან კოლეჯის პერიოდში რაიმე ადამიანის ისტორიაში ყველაზე დიდი სოციალისტური ექსპერიმენტის შესახებ – მაოს „დიდი ნახტომი წინ“, 1950-იანი წლების ბოლოს“. განსხვავების გარეშე, ძალიან ცოტამ ან არავინ იცოდა, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტს – „დიდი ნახტომი წინ“ – 45 მილიონი ადამიანი შეეწირა. სკოლებში მოსწავლეები ბევრს ისმენენ კაპიტალიზმის შესაძლო ბოროტებების შესახებ, თუმცა ძალიან ცოტას – სოციალიზმის ჩავარდნების შესახებ.