წინამდებარე მონოგრაფია წარმოადგენს ჩემს სადისერტაციო ნაშრომს „თეოდორე აბუკურას ფილოსოფიური ღვთისმეტყველება“, რომლის დაცვა შედგა 2022 წლის 25 მარტს ახალი საქართველოს უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო კომისიის სხდომაზე.
აღნიშნულ დისერტაციაზე მუშაობა დავიწყე 2018 წლის შემოდგომის სემესტრში, ხოლო საკვლევი თემის არჩევანი კი დიდწილად განაპირობა ახალი საქართველოს უნივერსიტეტის კავკასიური ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევით არქივში „დოგმატიკონის“ მიმართ არსებულმა საგანგებო სამეცნიერო ინტერესმა.