თანამედროვის ჩანაწერები

ავტორი: გერონტი ქიქოძე
გამომცემლობა: არტანუჯი
გამომცემელი:
მთარგმნელი:
რედაქტორი:
დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: სხვადასხვა
ISBN: 9789941513831
ფორმატი: 12.5X20.5
ენა: ქართული
წელი: 2025
ყდა: რბილი
წონა: 0.145
გვერდები: 160

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

საქართველოს 70-წლიანი რუსული ოკუპაცია. მთავარი ფერი – წითელი. სერია „წითელი 70“ სწორედ საბჭოთა რეჟიმის შესახებ დაწერილ წიგნებს აერთიანებს, რომლებსაც საბჭოეთში თუ მის შემდეგ დიდი ქართველი მწერლები და კრიტიკოსები ქმნიდნენ. სერიის მიზანია, სანდო, ეპოქალური გამოცემებით გაახსენოს მკითხველთა  ნაწილს, ახალ თაობას კი უამბოს, ასწავლოს და გაააზრებინოს, რა მასშტაბის სისასტიკე, ტერორი და რეპრესიები დაიტია ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის 70-მა წელმა და როგორ აისახა ეს ყოველივე ჩვენი სახელმწიფოებრიობის, კულტურისა და მეცნიერების განვითარებაზე.

გერონტი ქიქოძის „თანამედროვის ჩანაწერები“ საბჭოთა საქართველოში იწერებოდა. ეს წიგნი, პირველ ყოვლისა, სწორედ ამ ფაქტის გამოა საყურადღებო, როგორც საბჭოთა კავშირის სისხლიანი ეპოქის თანადროული აღმწერი.

დიდი ქართველი კრიტიკოსი ქვეყნის თითქმის 40-წლიან პერიოდზე  გვიამბობს – ობიექტურობისა და ქრონოლოგიის დაცვით. გვიყვება საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაზე, დაკარგული თავისუფლების, დიდი ტერორის შემოქმედთა და რეპრესირებულთა შესახებ; წერს სტალინიზმის რეჟიმს შეწირულ ისეთ დიდ სახელებზე, როგორებიც იყვნენ: მიხეილ ჯავახიშვი- ლი, დიმიტრი შევარდნაძე, ევგენი მიქელაძე, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ნიკოლო მიწიშვილი…

ესაა წიგნი გამაოგნებელი სისასტიკის, აბსურდისა და ბორო- ტების მრავალწლიან სისხლიან ქრონიკაზე. მასზე მუშაობა კრიტიკოსმა 1954 წლის 12 მარტს დაასრულა.

„წითელი 70“ სერიით პირველად გამოიცემა გერონტი ქიქოძის ოჯახში დაცული ავტორისეული ვერსია.

საგამომცემლო პროექტის ავტორები: ბუბა კუდავა, მელანო კობახიძე

Scroll to Top