თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია

ავტორი: ო. ცისკარიშვილი

15 

გამომცემლობა: ჩემი გამომცემლობა
გამომცემელი: ოლიკო ცისკარიშვილი
მთარგმნელი:
დიზაინერი:
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: სოციოლოგია
ISBN: 9789941825835
ფორმატი: 11.0X17.0
ენა: ქართული
წელი: 2020
ყდა: რბილი
წონა: 0.176
გვერდები: 240

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

მონოგრაფიული ნაშრომის – „თანამედროვე სოციალური პროცესები და ქართული მედია“, რედაქტორები არიან პროფესორი ირმა კეცხოველი და და ფილოლოგი ინგა გამსახურდიშვილი, რეცენზენტები კი პროფესორი რუსუდან ლორთქიფანიძე და პროფესორი ეკა თხილავა. ნაშრომი 240 გვერდს შეადგენს.

მონოგრაფიაში განხილულია თანამედროვე სოციალური პროცესები საქართველოში. ამასთან ერთად მედიის როლი და გავლენა საზოგადოების ცნობიერებაზე.

მედიას შეუძლია, ჩამოაყალიბოს საზოგადოებრივი ღირებულებები და ხედვები. ჟურნალისტების უმრავლესობა არ ფლობს სათანადო ცოდნას იმ საკითხებში, რომლებზედაც უწევს მუშაობა. თუ საზოგადოებას სურს, რომ რეალურად შეიცვალოს, ამ მიზნის მისაღწევად გზა ჟურნალისტიკაზე გადის… სოციალური საკითხების გაშუქება ჟურნალისტებისაგან განსხვავებულ ადამიანებზე წერას გულისხმობს. ვიდრე ჟურნალისტები საზოგადოებაში გამჯდარი სტერეოტიპებისგან, წინასწარ შექმნილი წარმოდგენებისგან არ გათავისუფლდებიან, მათთვის ძნელი იქნება იმ ჯგუფების წარმომადგენლების აღწერა, მათი ამბის გადმოცემა, მათი ინდივიდუალურობის წარმოჩენა და ა.შ.

მონოგრაფიაში განხილულია ის ძირითადი სოციალური პროცესები, რომელთა წინაშეც დგას ქვეყანა: ეთნიკური დაპირისპირება; განსხვავებული რელიგიები, როგორც კონფლიქტის მიზეზი; იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა პრობლემა; ემიგრანტების ყოფა უცხოობაში; დემოგრაფიული კრიზისი; ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანები, სუიციდი და ა.შ. ამ სოციალურ პრობლემებთან ერთად პრობლემაა ნარკომანია, აივ/შიდსი, ც ჰეპატიტი. კულტურულ, სოციალურ-ეკონომიკურ და პო­ლიტიკურ ურთიერთობათა კონტექსტთანაა დაკავშირებული გენდერული ძალადობაც. გამოკვლეულია გარემოს დაცვას, ტყის, წყლისა და ბუნებრივი რესურსების მოვლას, ნარჩენებს, გლობალურ დათბობას და ამ ფონზე მომატებული სტიქიური უბედურებების საკითხებიც. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხთან ერთად საქართველოს მოსახლეობისთვის უდიდეს პრობლემად მაინც განათლება და არაკვალიფიციური კადრები რჩება. საქართველოში სოციალური ფონის შესასწავლად ექსპედიციები განახორციელდა ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში.

თანამედროვე მედია გავლენას ახდენს საზოგადოების დღის წესრიგზეც, გავლენას ახდენს თითოეული ინდივიდის განწყობასა და ცხოვრების სტილზეც კი. იმისათვის, რომ ქართულმა მედიამ იმუშაოს ჟურნალისტური სტანდარტების დაცვაზე, იყოს ორიენტირებული პრობლემების მოგვარებაზე, სიმართლისა და ობიექტურობის კუთხით უამრავი სა­მუშაოა. ამისათვის კი უნივერსიტეტებში, ჟურნალისტიკის მიმართულებით, კარგი იქნებოდა, ისწავლებოდეს დარგობრივი მიმართულების საგნები და ტარდებოდეს პრაქტიკული დანიშნულების ლექცია-სემინარები. სტუდენტებმა უნ­და ისწავლონ როგორც დოკუმენტებთან, ასევე ინდივიდებთან, რესპონდენტებთან მუშაობა. ნაშრომში მოყვანილი კვლევა, დაეხმარება მედიასაშუალებებს შექმნან საზოგადოებისათვის სასურველი მედიაპროდუქტი.

Scroll to Top