თანაზიარება და სხვადყოფნა (შემდგომი ნარკვევები პიროვნულობისა და ეკლესიის შესახებ)

ავტორი: იოანე ზიზიულასი

20 

გამომცემლობა: სეზან ფაბლიშინგი
გამომცემელი:
დიზაინერი:
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: რელიგია
ISBN: 9789941831058
ფორმატი: 15.5X22.0
ენა: ქართული
წელი: 2021
ყდა: რბილი
წონა: 0.415
გვერდები: 379

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

ფრაგმენტები კენტერბერიის მთავარეპისკოპოსის წინასიტყვაობიდან

„მიტროპოლიტ იოანე ზიზულასის ეს ნაშრომი – „არსებობა, როგორც თანაზიარება“, სრულიად სამართლიანად მოიაზრება XX საუკუნის დასასრულის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან თეოლოგიურ წიგნად.

ამ შესანიშნავი წიგნის ნებისმიერი გვერდი საკუთარ შეხედულებათა გადახედვას გვაიძულებს, გონებით კი ქრისტიანული რწმენის უმნიშვნელოვანეს, სიღრმისეულ ასპექტებს ვუბრუნდებით, კონცეპტუალურ-პრაქტიკულ სქემას, მოხაზულს როგორც წმინდა წერილში, ასევე ბრძენ მამებთან, მათ შორის, მეუდაბნოებთანაც, მათი ღვაწლისა თუ მსახურების ამსახველ მოძღვრებებში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დისკუსია როგორც კლასიკურ ქრისტოლოგიურ გამონათქვამებში გაცხადებულ შინაარსზე, ასევე მონაკვეთი სულიწმიდის თაობაზე, თუმცა უხვად გვხვდება სიკვდილისა და სექსუალობის, ინდივიდუალიზმისა და პოსტმოდერნიზმის, ლოცვისა და ეკოლოგიის საკითხების წვდომის მაგალითებიც…

ეს უდავოდ უმნიშვნელოვანესი ნაშრომია, რომელიც გაცილებით მეტ კამათსაც გამოიწვევს და უფრო ხშირადაც იქნება ციტირებული, ვიდრე ავტორის ადრეული შრომები. გარდამტეხი მნიშვნელობის მქონე ეს დიდებული წიგნი გვაბრუნებს ფუნდამენტურ ქრისტიანულ ჭეშმარიტებასთან, რომ ღმერთთან ურთიერთობის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია, რამეთუ თავად ღმერთის მარადიულობაც მამა ღმერთის თავისუფალი სიყვარულით შობილ ურთიერთობებში და მხოლოდ მათ წიაღში არსებობს, საიდანაც გამოვალს მარადიული ძე, რომლშიც და რომლისთვისაც სულიწმიდის მადლით ყოველივე არსებობს ღმერთთან მაქსიმალურად სრულყოფილ კავშირში“.

როუენ კენტერბერიელი, ლამბეთის სასახლე, 2006 წლის ივლისი

Scroll to Top