თავისუფლების იდეოლოგია: ლიბერალიზმი

ავტორი: რევაზ თოფურია

Original price was: 24 ₾.Current price is: 18 ₾.

გამომცემლობა: საქ. უნივერსიტეტი
გამომცემელი:
მთარგმნელი:
დიზაინერი:
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: პოლიტიკა
ISBN: 978994050291
ფორმატი: 14.5X20.0
ენა: ქართული
წელი: 2016
ყდა: რბილი
წონა: 0.270
გვერდები: 224

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

პოლიტიკური იდეოლოგიები საკმაოდ რთული და კომპლექსური საგანია, რომელზე მუშაობა გამოცდილ მკვლევრებსაც კი უჭირთ, მაგრამ ის ამავდროულად არის უმნიშნელოვანესი მეცნიერება, რომელთანაც ჩვენ ყოველდღიური შეხება გვაქვს.

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ თავად ვცხოვრობთ პოლიტიკური იდეოლოგიების ჩარჩოებში. ნებით თუ უნებლიეთ, ყოველდღიურ ცხოვრებაში პოლიტიკურად ვაზროვნებთ და ვიყენებთ არაერთ პოლიტიკურ ტერმინსა თუ იდეას ჩვენი შეხედულებების გამოსახატად. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს საგანი ბევრისთვის სრულიად უცხოა, ეს წიგნი კი, მიზნად ისახავს მკითხველისთვის ახალი ტიპის აზროვნების ჩამოყალიბებას პოლიტიკურ თუ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ვიმედოვნებ, რომ მისი წაკითხვის შემდეგ მკითხველებს განუვითარდებათ კრიტიკული აზროვნების უნარი, შეძლებენ პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე ფაქტების ანალიზს, ექნებათ მეტი ცოდნა თავისუფლებაზე, ტოლერანტობაზე, სახელმწიფოს უფლება-მოვალეობებზე, ნათლად გაარჩევენ მემარჯვენე და მემარცხენე იდეებს.

ასევე, მიიღებენ სიღრმისეულ ცოდნას კონკრეტულად ლიბერალიზმზე, როგორც თავისუფლების იდეოლოგიაზე. გაეცნობიან კლასიკურ და თანამედროვე ლიბერალიზმს, მათ მიდგომებს და შეხედულებებს მთელ რიგ საკითხებზე. მიღებული ცოდნით კი, მარტივად გამოიტანენ დასკვნას, თუ რომელი პოლიტიკური იდეოლოგია დგას უფრო ახლოს მათ მოსაზრებებთან.

Scroll to Top