ეშმაკნი

ავტორი: ფ. დოსტოევსკი

28 

გამომცემლობა: პალიტრა L
გამომცემელი:
მთარგმნელი: რუსუდან ქებულაძე
რედაქტორი:
დიზაინერი:
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: მხატვრული
ISBN: 9789941350313
ფორმატი: 17.0X23.0
ენა: ქართული
წელი: 2022
წონა: 0.965 კგ
გვერდები: 670

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

რუსი მწერლის, თედორე დოსტოევსკის რომანი „ეშმაკნი“ 1872 წელს გამოიცა. რომანი პოლიტიკური ხასიათისაა და ასახავს რუსეთის იმპერიის ცხოვრებას მე-19 საუკუნეში. მწერალი ამხელს საზოგადოებრივი გარემოს რღვევისა და ხრწნის გამოვლინებებს, ზღვარგადასულ ეგოიზმსა და კარიერიზმს, სიცრუეს, შანტაჟს და პიროვებასა და თავისუფლებაზე ძალმომრეობას. „ეშმაკნის“ ისტორია დიდწილად ეყრდნობა ივანოვის მკვლელობას და მოქცეულია იოანეს გამოცხადების გავლენის ქვეშ. მეორეხარისხოვანი პერსონაჟები – სტეფან და პიოტრ ვერხოვენსკები ნეჩაევსა და ტიმოთეი გრანოვსკის განასახიერებენ. მოქმედება რუსეთის ერთ-ერთ პროვინციაში ხდება, ძირითადად სტეფან ტრიფომოვიჩ ვერხოვენსკისა და ვარვარა სტავროგინას მამულებში. სტეფან ტროფიმოვიჩის ვაჟი, პიოტრ ვერხოვენსკი რევოლუციური სულისკვეთებითაა განმსჭვალული და ცდილობს იმ არეალში რევოლუციური კავშირის ორგანიზება მოახდინოს. თავისი გეგმის ცენტრალურ პერსონად მიიჩნევს ვარვარა სტავროგინას ვაჟს, ნიკოლაის, რადგან ის ფიქრობს, რომ ამ უკანასკნელს ადამიანთა მიმართ სიმპათია არ გააჩნია. ვერხოვენსკი თანდათან აგროვებს შეთქმულებს, რომელთა შორისაც აღმოჩნდნენ ფილოსოფოსი შიგალიოვი, თვითმკვლელი კირილოვი და ყოფილი სამხედრო ვირგინსკი. ამავე დროს ის გეგმავს მისადმი და ზოგადად ერთმანეთისადმი ერთგულება გაამყაროს თანაშეთქმულ ივან შატოვის მკვლელობით. ვერხოვენსკი კლავს შატოვს, თუმცა მისი გეგმა ჩაიშალა. იგი გარბის, მის რევოლუციურ დაჯგუფებას კი აპატიმრებენ. რომანის დასასრულს, საკუთარი დანაშაულებით განაწამები ნიკოლაი სტავროგინი თავს იკლავს.

Scroll to Top