ესთეტიკა

20 ₾ Original price was: 20 ₾.15 ₾Current price is: 15 ₾.
გაზიარება:
მიწოდება:
რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.
თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.
შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.
წიგნის ანოტაცია
ინფორმაციულ ეპოქაში, რომელშიც ჩვენ გვიწევს ცხოვრება, მიმდინარეობს ფუნდამენტური გარდაქმნები, საზოგადოება პოსტინდუსტრიული გახდა, ხოლო კულტურა – პოსტმოდერნისტული. სწრაფად ცვალებად სამყაროში ჩვენს თვალწინ, ჩვენი უშუალო მონაწილეობით და ხშირად ჩვენი ნების გარეშე, ყალიბდება მულტიკულტურული გარემო, რასაც თან ახლავს თანმდევი პროცესები, სახეზეა ე.წ. ღირებულებათა შფოთი, ღირებულებათა ტოტალური გადაფასება, დაბოლოს, ღირებულებათა კონფლიქტები. ეს ცვლილებები ყველაზე რელიეფურად მენტალურ პროცესებზეც აისახება.
პოსტმოდერნული ტრანსფორმაციების ერთ-ერთ მთავარ მახასიათებლად აზროვნებისა და ზოგადი ყოფიერების ესთეტიზაცია მიიჩნევა. ტრანსესთეტიკური კი მიიჩნევა ყველა სხვა „ტრანს“ განსაზღვრულობის გარეგადამწვდომ ფაქტორად. ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს ესთეტიკურის აქტუალობას და აზროვნების წინაშე აყენებს ესთეტიკურის – მშვენიერებისა და ხელოვნების ახლებურად გააზრების საჭიროებას, ასევე თანამედროვე ადამიანისა და საზოგადოების ცხოვრებაში მათი (მშვენიერებისა და ხელოვნების) როლისა და მნიშვნებოლობის განსაზღვრას.
წიგნში კითხვები და პასუხები სწორედ ამ სულისკვეთებით არის გამსჭვალული, ჩვენი პოზიციის ჩამოყალიბებისათვის შრომაში გამოყენებულია ევროპული ფილოსოფიისა და ესთეტიკის ისტორიის მდიდარი მემკვიდრეობა, ყოველი კონკრეტული საკითხი განხილულია დიაქრონიულ ჭრილში, განსხვავებული ხშირად საპირისპირო თვალსაზრისების შეჯერებით არის წარმოჩენილი, ასევე კრიტიკული ანალიზის საფუძველზე გაკეთებულია პოზიტიური დასკვნები.
ნაშრომში საკითხთა განხილვის ლოგიკური გამომდინარეობა და თანმიმდევრულობა მიღწეულია მეთოდოლოგიური პრინციპის – ესთეტიკურის ღირებულებითი მიდგომის – დაცვით. ამის გამო ნაშრომი, თუმცა ის ჩაფიქრებული იყო როგორც სახელმძღვანელო, მონოგრაფიულ სახეს იძენს.
ავტორი მადლიერია თავისი მასწავლებლების, ასევე იმ კოლეგებისა და სტუდენტების, რომლებთან დიალოგსა და კამათში ჩამოყალიბდა წინამდებარე წიგნის ძირითადი შინაარსი.
ვფიქრობთ, ეს წიგნი დახმარებას გაუწევს სტუდენტებსა და დოქტორანტებს, ასევე საინტერესო იქნება მშვენიერებისა და ხელოვნების საკითხებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.