გუსტავ ლე ბონი (1841-1931) – ფრანგი ენციკლოპედისტი, რომლის ინტერესთა სფეროები მოიცავდა ფსიქოლოგიას, ანთროპოლოგიას, სოციოლოგიას, მედიცინას, ფიზიკას. ასევე იყო გამომგონებელიც. მისი ყველაზე მეტად ცნობილი ნაშრომია მასების ფსიქოლოგია, შექმნილი 1895 წელს და მიჩნეული მასების ფსიქოლოგიის საწყის ეტაპად.
ნაშრომი პირველი მცდელობაა ერების ქცევის მეცნიერული ახსნისა. ტექსტი უკიდურესად მარტივი ენით არის დაწერილი, რაც ყველაზე მოუმზადებელი მკითხველისთვისაც კი წიგნს ადვილად აღსაქმელად აქცევს.
წიგნი ლე ბონის „ფსიქოლოგიური“ ნაშრომების სერიიდანაა, რომელთა შორისაა „მასების ფსიქოლოგია“, „სოციალიზმის ფსიქოლოგია“, „რევოლუციის ფსიქოლოგია“ და სხვ.