დორიან გრეის პორტრეტი

ავტორი: ოსკარ უაილდი

15 

გამომცემლობა: სულაკაური
გამომცემელი:
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
რედაქტორი: ნინო გოგალაძე
დიზაინერი: ია მახათაძე
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: მხატვრული
ISBN: 9789941307812
ფორმატი: 14.5X21.5
ენა: ქართული
წელი: 2021
ყდა: რბილი
წონა: 0.305
გვერდები: 260

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

„დორიან გრეის პორტრეტი“ ინგლისელი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის, ოსკარ უაილდის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია – მისი ერთადერთი რომანი, რომელიც მწერლისავე სიცოცხლეში გამოქვეყნდა. პირველად რომანი 1890 წელს დაიბეჭდა ჟურნალში Lippincott’s Monthly Magazine, მომდევნო წელს კი ავტორისეული ჩასწორებებითა და ჩამატებებით გამოიცა ცალკე წიგნად.

რომანი წარჩინებული ყმაწვილკაცის, განსაკუთრებული სილამაზის დორიან გრეის ამბავს მოგვითხრობს. დორიანი მეგობრის, მხატვარი ბეზილ ჰოლოურდის სახლში, სადაც ბეზილი მისი შთამბეჭდავი პორტრეტის ხატვას ასრულებს, ლორდ ჰენრი უოტონს გაიცნობს. ლორდ ჰენრისთან საუბრისას ყმაწვილის გონებაში მოულოდნელი გარდატეხა ხდება. პორტრეტის და, შესაბამისად, საკუთარი სილამაზის გაცნობიერებით აღტაცებული ჭაბუკი ხვდება, რომ მისი ახალგაზრდობა და მშვენიერება, ტილოზე დახატულისაგან განსხვავებით, წარმავალია, და შურის გრძნობა იპყრობს. დორიანის ნატვრა, ნეტავ პირიქით იყოს და პორტრეტმა იცვალოს სახე, მე კი უცვლელი დავრჩეო, ახდება, თუმცა მარადიული სილამაზის შენარჩუნებას თავისი ფასი აქვს.

„დორიან გრეის პორტრეტი“ ფილოსოფიური რომანია, რომელშიც ასახულია ოსკარ უაილდის მსოფლმხედველობა და დამოკიდებულება სილამაზის, ხელოვნებისა და ადამიანური მორალისადმი. ავტორისავე თქმით, მთავარი პერსონაჟების – ბეზილ ჰოლუორდის, ლორდი ჰენრისა და დორიან გრეის სახეები მისივე პიროვნების ანარეკლები არიან.

Scroll to Top