გველები მაზუთის გუბეებში

ავტორი: ბექა ახალაია

Original price was: 19 ₾.Current price is: 13 ₾.

გამომცემლობა: ინტელექტი
გამომცემელი:
მთარგმნელი:
რედაქტორი: გვანცა შუბითიძე
დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: მხატვრული
ISBN: 9789941316692
ფორმატი: 13.5X20.0
ენა: ქართული
წელი: 2022
ყდა: რბილი
წონა: 0.315
გვერდები: 360

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

ბექა ახალაიას რომანი „გველები მაზუთის გუბეებში“ ოთხი ნაწილისგან შედგება. თითოეულ ნაწილს საკუთარი მთავარი გმირი ჰყავს და ყველა მათგანი ნაწარმოების სხვა ნაწილში მეორეხარისხოვანი პერსონაჟის სახით გვხვდება. ეს ხერხი, ერთი მხრივ, შინაარსობრივად კრავს რომანს, მეორე მხრივ კი, პერსონაჟების სხვა კუთხით დანახვის შესაძლებლობას გვაძლევს და კიდევ ერთხელ შეგვახსენებს იმას, როგორი მნიშვნელოვანია ამბის აღსაქმელად ხედვის კუთხის ცვლილება.
წიგნის ოთხი თავის მთავარ გმირებს – ოთხ სხვადასხვა ასაკის, სრულიად სხვადასხვა პროფესიის, ხასიათისა და მისწრაფების მამაკაცს – ერთი რამ აერთიანებს: თითოეული მათგანის ცხოვრებაში ხდება რაღაც ისეთი, რაც მათი საზოგადოების დიდ ნაწილთან, ზოგჯერ კი საკუთარ ოჯახთან დაპირისპირების მიზეზი ხდება. საბოლოოდ კი, ყოველი მათგანი ახერხებს ამ ბრძოლაში საკუთარი პრინციპების ერთგული დარჩეს.
წიგნის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი მეოთხე თავია – ახალგაზრდა მწერლის ამბავი, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს, ახლად გაღვიძებული, აღმოაჩენს, რომ თავს გადამხდარი სრულიად უბრალო და, ცოტა არ იყოს, უხერხული ამბის შემთხვევით გასაჯაროების შემდეგ, „ქართველი მწერლის ზოგადი, შეურყვნელი სახის დამცრობის მცდელობის გამო“, არა მხოლოდ სოციალურ ქსელში, რეალურ ცხოვრებაშიც წარმოუდგენელი თავდასხმების სამიზნე გამხდარა და ცდილობს, ამ მიზანმიმართულ კამპანიას მშობლიურ კუთხეში გახიზვნით გაერიდოს. იქაურობასთან უამრავი საინტერესო ადამიანი და ამბავია დაკავშირებული, რომლებიც მკითხველის თვალწინ ცოცხლდება და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს.
ბექა ახალაიამ 2017 წელს სადებიუტო პოეტური კრებულით „საბას“ პრემია მოიპოვა. „გველები მაზუთის გუბეებში“ კი მისი პირველი რომანია.
Scroll to Top