გვამის შემგინებელი

ავტორი: უილიამ ფოლკნერი

20 

გამომცემლობა: არტანუჯი
გამომცემელი:
მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე
რედაქტორი:
დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: მხატვრული
ISBN: 9789941445835
ფორმატი: 14.8X21.0
ენა: ქართული
წელი: 2015
ყდა: რბილი
წონა: 0.255
გვერდები: 234

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

დეტექტიური რომანის დაწერის იდეა ფოლკნერს ბევრად უფრო ადრე გაუჩნდა, ვიდრე უშუალოდ „გვამის შემგინებელზე“ მუშაობას შეუდგებოდა; ისიც საინტერესოა, რომ ჩვენებური გაგებით ამ სერიოზული მწერლისთვის, ასეთი რამ სრულიადაც არ იყო უცხო ხილი: მას ეკუთვნის წმინდა დეტექტიური ჟანრის მოთხრობების კრებული „მხედრის გამბიტი“, ერთი ლიტერატურული პრემიაც კი ჰქონდა მიღებული „დეტექტივისტთა“ საჟურნალო კონკურსში და ჰოლივუდში რ. ჩანდლერის რომანის მიხედვით წერდა ფილმის სცენარს…
თუმცა, „გვამის შემგინებელი“ იმდენად დეტექტიური რომანი არ არის, რამდენადაც კლასიკური ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება მწერალს „კალამი გაექცეს“ და თავდაპირველმა ჩანაფიქრმა წერის პროცესში ტრანსფორმაცია განიცადოს: ამ ნაწარმოებში თითქოს აქცენტები გადაადგილდა და მთავარი ხაზი სხვა სიუჟეტს დაეთმო, რომლის მოვლენებიც 16 წლის ბიჭის ცნობიერებაში აირეკლება, ხოლო მკვლელობის საიდუმლოც და მისი ამოხსნაც უკვე თავისთავად კი აღარაა იმდენად მნიშვნელოვანი, არამედ მნიშვნელობას მთავარი გმირის, ჩიკ მელისონის „გამოცდის“ თვალსაზრისით იძენს. თვით ფოლკნერის სიტყვებით რომ ვთქვათ, რომანი „ჩვეულებრივი დეტექტივიდან იმის არცთუ ურიგო კვლევად იქცევა, ერთ ღამეში როგორ დაკაცდა თექვსმეტი წლის ბიჭი“.
Scroll to Top