განდევნები (სისასტიკე და კომპლექსურობა მსოფლიო ეკონომიკაში)

ავტორი: სასკია სასენი

14 

გამომცემლობა: ალტერბრიჯი
გამომცემელი: ალტერბრიჯი
მთარგმნელი: გიორგი ჭანტურია
რედაქტორი: ნინო ჭავჭანიძე
დიზაინერი:
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: ფილოსოფია
ISBN: 9789941259036
ფორმატი: 14.5X20.5
ენა: ქართული
წელი: 2021
ყდა: რბილი
წონა: 0.358
გვერდები: 324

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

კოლუმბიის უნივერსიტეტის და ლონდონის ეკონომიქსის სკოლის (LSE) პროფესორი, სასკია სასენი, ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა თანამედროვე აკადემიურ წრეებში. მისი ინტერესის სფეროებია სოციოლოგია, ეკონომიქსი, ურბანული განვითარება, სოციალური სამართლიანობა, ეკოლოგია და სხვა.

სასკია სასენის აზრით საგნებს განსხვავებული პერსპექტივიდან უნდა შევხედოთ და არ უნდა ჩავიკეტოთ ერთი დისციპლინის ჩარჩოში. მისი შემოღებულია ტერმინი „გლობალური ქალაქი“, რომელსაც ფართოდ გამოიყენებენ თანამედროვე მკვლევარები.

სასკია სასენის ღვაწლზე, მისთვის მინიჭებული მრავალი ჯილდოც მეტყველებს. რომელთა შორის არის ისეთი პრესტიჟული ჯილდოები, როგორც Edgar De Picciotto International Prize, Princess Of Asturias Award For Social Sciences, და სხვა.

ჰოლანდიური წარმოშობის ამერიკელი, სასკია სასენი გაიზარდა არგენტინაში, სტუდენტური წლები საფრანგეთსა და იტალიაში გაატარა, სამეცნიერო კარიერა ჩიკაგოს უნივერსიტეტში დაიწყო, ამჟამად კი ნიუ იორკსა და ლონდონში ცხოვრობს, მეუღლესთან რიჩარდ სენეტთან ერთად, ვის საპატივცემულოდაც დაწერა მან ეს წიგნი.

„განდევნებში“ სასკია სასენი ცდილობს აჩვენოს, რომ კაპიტალიზმის ამჟამინდელი ფორმა არ გავს კეინსიანურ მოდელს, როცა მომუშავე ადამიანი სისტემის განვითარების განმაპირობებელი ფაქტორი იყო, განსხვავებით თანამედროვე მოდელისა, როცა სისტემა მომუშავეთა განდევნას ცდილობს. სასკია სასენი გვაჩვენებს როგორ ართულებს გლობალური ეკონომიკა პასუხისმგებლობის კვალის გაყოლას იმ „განდევნებისთვის“, რომელსაც ის აწარმოებს.

Scroll to Top