განა ეს ადამიანია

ავტორი: პრიმო ლევი

Original price was: 20 ₾.Current price is: 14 ₾.

ავტორი: პრიმო ლევი
გამომცემლობა: დიოგენე
გამომცემელი:
რედაქტორი:
დიზაინერი:
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: მხატვრული
ISBN: 9789941117251
ფორმატი: 13.5X19.5
ენა: ქართული
წელი: 2022
ყდა: რბილი
წონა: 0.240
გვერდები: 240

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

იტალიური ლიტერატურის კლასიკოსის, პრიმო ლევის (1919-1987) „განა ეს ადამიანია“ აუშვიც-მონოვიცის ბანაკის შემაძრწუნებელ გამოცდილებას აღწერს. წიგნი 1947 წელს გამოიცა. ავტორს, ლიტერატურული გამოცდილების არმქონე 27 წლის ქიმიკოსს, არ დაუსახავს მიზნად, ვინმე განესაჯა: წერას, უპირველეს ყოვლისა, ტრავმის დაძლევის საშუალებად მიიჩნევდა. ლევიმ სცადა, გაეანალიზებინა, რად შეიძლება იქცეს ადამიანი უსასტიკესი სოციალური და ბიოლოგიური ექსპერიმენტის პირობებში, როდესაც ყველაფერს კარგავს – თავისუფლებას, მომავალს, მოგონებებს, სახელსაც კი და მკლავზე ამოშანთული ნომერი ყოველდღე შეახსენებს, რომ ის არავინაა.

„აუშვიცის გამოცდილება რომ არა, არასდროს არაფერს დავწერდი. მიზეზი არ მექნებოდა, მეწერა, არც არაფერი მიბიძგებდა საამისოდ: იტალიურში საშუალო მოსწავლე ვიყავი, ისტორიაში – სუსტი, უფრო ფიზიკა და ქიმია მაინტერესებდა და შემდეგ პროფესიად ქიმიკოსობა ავირჩიე, რომელსაც არაფერი ჰქონდა საერთო დაწერილი სიტყვის სამყაროსთან. ლაგერის გამოცდილებამ მაიძულა, მეწერა: სიზარმაცის დაძლევა არ დამჭირვებია, სტილის პრობლემები არ მადარდებდა, სასწაულებრივად მოვახერხე, ისე მეწერა, რომ ჩემი ყოველდღიური ხელობისთვის ერთი საათიც არ დამიკლია, მეჩვენებოდა, რომ ეს წიგნი თავში უკვე სრულიად მზად მედო, მხოლოდ ის მევალებოდა, გარეთ გამომეშვა და ქაღალდზე გადამეტანა“.

პრიმო ლევი

Scroll to Top