ბნელი ფსიქოლოგია შეისწავლის ადამიანის ბნელ ბუნებას, რომლებიც ავლენენ მტაცებლურ ხასიათს. ფაქტია, რომ თითოეულ ადამიანს აქვს სხვა ადამიანების მსხვერპლად ქცევის პოტენციალი. თუმცა სოციალური ნორმების, ადამიანური სინდისისა და სხვა ფაქტორების გამო, ადამიანთა უმეტესობა მიდრეკილია ყველა იმპულსით მოქმედების შეკავებისკენ, მიუხედავად ამისა არის საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომლებიც ვერ აკონტროლებენ თავის ბნელ სურვილებს და ზიანს აყენებენ სხვებს ერთი შეხედვით წარმოუდგენელი გზებით. ყოველივე ეს დღეს, ჩვენს ირგვლივ ხდება, სწორედ იმ ბნელი პიროვნული თვისებების მქონე ადამიანების მიერ ვისაც ვუწოდებთ : ნარცისისტებს, მაკიაველელებს, ფსიქოპათებსა და სადისტებს. ისინი იყენებენ გონების კონტროლისა და გონების თამაშების ტექნიკებს, რაც ზიანს აყენებენს ადამიანს, მის იდენტობას და თავდაჯერებულობას. საბოლოოდ მსხვერპლები მიდიან გაუცხოებისკენ, კარგავენ თავს, ექცევიან გავლენის ქვეშ და უწევთ იყვნენ მორჩილნი.
წიგნი სწორედ საზოგადოებას აცნობს იმ ტექნიკებს და მათგან დაცვის გზებს რაზეც შეიძლება წარმოდგენაც არ ჰქონდეთ.
წიგნი არის გზამკვლევი მავნე ადამიანების ამოსაცნობად და მათთან გასამკლავებლად, საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის ასაღებად და ავტონომიის მოსაპოვებლად. წიგნი სრულად ჩაძირავს მკითხველს მანიპულატორების ფსიქიკაში, რათა დაეხმარონ ზუსტად გაიგონ, რატომ აკეთებენ ისინი იმას რასაც აკეთებენ და რა საბოლოო მიზნები ამოძრავებთ. ყველაზე ძლიერი იარაღი მანიპულაციებთან გამკლავებისას არის ცოდნა და მე სწორად ვაძლევ იმ კონკრეტულ ცოდნას, რაც მათი იარაღი იქნება ყოველდღიურ ცხოვრებაში. წიგნი ეყდნობა ამერიკელი მეცნიერების კვლევებსა და პუბლიკაციებს. წყაროები ბიბლიოგრაფიის სახით გამოტანილია APA სტანდარტის მიხედვით.