აწმყოს ძალა

ავტორი: ეკჰარტ ტოლე

17 

გამომცემლობა: პალიტრა L
გამომცემელი:
რედაქტორი:
დიზაინერი:
კორექტორი:

გაზიარება:

Facebook
Instagram
კარტეგორია: სამოტივაციო
ISBN: 9789941329852
ფორმატი: 14.0X21.0
ენა: ქართული
წელი: 2021
ყდა: რბილი
წონა: 0.255 კგ
გვერდები: 252

მიწოდება:

რეგიონი 9 ლარი.
მიწოდება – 3-4 სამუშაო დღე.

თბილისი/რუსთავი 5 ლარი.
მიწოდება – შემდეგი სამუშაო დღე.

შეკვეთების გაფორმება –
14:00-მდე, შაბათს 12:00-მდე.

წიგნის ანოტაცია

იმისათვის, რომ აწმყოს ძალაში შესვლა შევძლოთ, ჩვენს ანალიტიკურ გონებასა და მის მიერ შექმნილ ყალბ მე-ზე – ეგოზე – უარი უნდა ვთქვათ. ამ საოცარი წიგნის პირველივე გვერდები ახალ სიმაღლეზე აგვიყვანს, იქ, სადაც უფრო სუფთა და მსუბუქ ჰაერს ჩავისუნთქავთ, ჩვენი ყოფიერების ურღვევ არსს – „მარადიულ, ყველგან მყოფ, სიცოცხლის უთვალავი ფორმის მიღმა დავანებულ ერთ სიცოცხლეს ვუკავშირდებით; იმ სიცოცხლეების მიღმა, რომლებიც იშობა და კვდება“. მართალია, ეს მოგზაურობა ადვილი არ არის და უამრავი გამოწვევის წინაშე გვაყენებს, მაგრამ ტოლე მარტივი ენით წერს, თავის სათქმელს იოლი და გასაგები, კითხვა-პასუხის ფორმით ამბობს. წიგნზე გამოცემის დღიდანვე ალაპარაკდნენ. „აწმყოს ძალა“ იმ იშვიათ წიგნთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებიც მკითხველს ცხოვრების რადიკალურად შეცვლის უნარს სძენს. ეკჰარტ ტოლე სულიერების თანამედროვე მასწავლებელია, რომელიც არცერთ კონკრეტულ რელიგიას ან ტრადიციას არ უკავშირდება. ის წერს ანტიკური სულიერი მოძღვრების მკაფიო სიცხადით და აკეთებს მარტივ, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან სიღრმისეულ დასკვნას: ტანჯვის მდგომარეობიდან გამოსვლისა და სიმშვიდეში გადასვლის გზა არსებობს. ტოლე არის ავტორი წიგნებისა „მდუმარება ლაპარაკობს“ და „აწმყოს ძალის გამოყენება“. ის ბევრს მოგზაურობს; ცხოვრობს ვანკუვერში, ბრიტანეთის კოლუმბია.

Scroll to Top