მიწოდების ფასი თბილისში, 0 კგ-დან 5-კგ-მდე 6 ლარი.
მიწოდების ფასი რეგიონში (ფოსტამდე), 0 კგ-დან 3.5 კგ-მდე 6 ლარი.
გაზიარება :
წიგნის ანოტაცია
ლათინური ენის წინამდებარე სახელმძღვანელო განკუთვნილია უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. იგი შედგება ქრესტომათიის, გრამატიკისა და ლათინურ-ქართული (ასევე ქართულ-ლათინური) ლექსიკონისაგან. სასწავლო ტექსტები 23 პარაგრაფად არის დაყოფილი, თითოეული პარაგრაფი გარკვეულ გრამატიკულ მასალაზეა აგებული. ტექსტები შეიცავს ინფორმაციას ანტიკურ მითოლოგიაზე, რომის ისტორიასა და ყოფაზე, რომელთაც ერთვის ლათინური სენტენციები, გრამატიკული სავარჯიშოები. მეათე პარაგრაფიდან მარტივ ტექსტებთან ერთად წარმოდგენილია საგანგებოდ შერჩეული (სათანადო გრამატიკულ ნორმებზე აგებული) ამონარიდები რომაელ მწერალთა თხზულებებიდან, რათა შემდგომში სტუდენტს გაუადვილდეს ლათინურ ენაზე არსებული ნებისმიერი ტექსტის გაცნობა. გრამატიკისათვის (ნაწილობრივ ტექსტებისთვისაც) გამოვიყენე 1987 წელს გამოცემული ლათინური ენა (ავტორი იამზე გაგუა), ტექსტების ნაწილი ავიღე Lingua Latina-დან (ავტორები: იამზე გაგუა, ეკატერინე გამყრელიძე, თბ., ლოგოსი, 2002, 2007 წწ.). გრამატიკული ნაწილი მოიცავს ფონეტიკის ზოგად კანონებს, მორფოლოგიასა და სინტაქსს.