ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატია საქართველოში: ცივი ომიდან სტრატეგიულ პარტნიორობამდე
ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატია საქართველოში: ცივი ომიდან სტრატეგიულ პარტნიორობამდე
ფასი: 12 ლარი
ავტორი :
მარიამ ხატიაშვილი
წიგნი :
არ არის გაყიდვაში
გამომცემლობა :
კლიო
კატეგორია :პოლიტიკა
მთარგმნელი :
ენა :ქართული
რედაქტორი :
წელი :2017
გვერდები :250
ფორმატი :14.0X21.0
ყდა :რბილი
ISBN :
წიგნის წონა :0.260 კგ
მიწოდების ფასი თბილისში, 0 კგ-დან 5-კგ-მდე 6 ლარი.
მიწოდების ფასი რეგიონში (ფოსტამდე), 0 კგ-დან 3.5 კგ-მდე 6 ლარი.
გაზიარება :
წიგნის ანოტაცია
გამოქვეყნდა საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორის, ამერიკისმცოდნეობის დოქტორის, სახალხო დიპლომატიის მკვლევრის მარიამ ხატიაშვილის მონოგრაფია „ამერიკის შეერთებული შტატების სახალხო დიპლომატია საქართველოში: ცივი ომიდან სტრატეგიულ პარტნიორობამდე“. მონოგრაფია მკითხველს წარმოდგენას შეუქმნის სახალხო დიპლომატიის ადგილსა და როლზე ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობაში და, ზოგადად, ცივი ომის პერიოდიდან სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამ ურთიერთობის შედარებით სრულ სურათს გააცნობს. წიგნი განკუთვნილია როგორც სპეციალისტებისა და სტუდენტებისთვის, ასევე, ფართო საზოგადოებისთვის, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობის საკითხებით არის დაინტერესებული. 2017 წელს მარიამ ხატიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მკვლევართა გაცვლით პროგრამაში. მისი კვლევის სფერო ამერიკისმცოდნეობის დარგში ინტერდისციპლინურია და ძირითადად მოიცავს სახალხო დიპლომატიისა და საგარეო პოლიტიკის შესწავლას. მარიამი ამ მიმართულებით არის სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომლებიც გამოცემულია როგორც საქართველოში, ასევე შეერთებულ შტატებში.