„სიცოცხლისთვის ისტორიის სარგებლისა და ზიანის შესახებ“ ნიცშეს ადრეული ნაწარმოებია და მასში მოცემულია ის განაზრებანი, რომელიც შემდეგ მისი ფილოსოფიის მთავარ ღერძად იქცა: მარადიული კვლავდაბრუნება, ადამიანის სიძლიერე და მისი თვითგადალახვის პათოსი და სხვა. ნიცშე აკრიტიკებს ეპოქის ტენდენციებს, ჰეგელის ფილოსოფიის ბატონობას და მოხდენილი სტილით გადმოგვცემს საკუთარ სიღრმისეულ ხედვას ისტორიის შესახებ.