წიგნს „სოციოლოგია დამწყებთათვის“ საფუძვლად დაედო ამირან ბერძენიშვილისა და კახა ქეცბაიას ავტორობით სხვადასხვა დროს გამოცემული სახელმძღვანელოები სოციოლოგიის სფეროში და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათ მიერ წაკითხული ლექციები სოციოლოგიის შესავალში, რომელთა გადამუშავებით მომზადდა წინამდებარე ტექსტი, სპეციალურად მათთვის, ვინც სოციოლოგიის შესწავლას იწყებს. მასში განხილულია სოციოლოგიის ძირითადი ცნებები და პრობლემები და ნაჩვენებია სოციოლოგიური აზროვნების ძირითადი თავისებურება.
ვფიქრობთ, რომ წიგნი გამოადგება არა მხოლოდ სოციოლოგიის შესწავლის მსურველებს, არამედ სოციალური პრობლემების კვლევა-ძიებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს.