ხოსეე ორტეგა ი გასეტი (1883-1955) კულტურის, ისტორიის ფილოსოფიის, კერძოდ, მისი რადიკალურ-არისტოკრატიული მიმართულების კოლორიტული წარმომადგენელია. ყველა საკითხი, რასაც ის განიხილავს, უშუალოდ ადამიანის ცხოვრებას ეხმაურება, მის ფოკუსშია გადატეხილი.
ისტორიაც მისი ძირითადი სააზროვნო ობიექტია და ადამიანის მოღვაწეობად არის განხილული. ძირითადი ცნება, რითაც გასეტი ახასიათებს ადამიანისა და ისტორიის თანამედროვე ვითარებას, არის კრიზისის ცნება.