ჩვენი ეპოქა გამალებით ებრძვის სიბერეს; ცხოვრების დაჩქარებული, მოუთმენელი რიტმი და მედიის მიერ გამოთქმული საზოგადოებრივი აზრი მთლიანად ახალგაზრდობის მოთხოვნილებებზე გვაქვს აგებული, ხოლო სიბერეს ერთგვარ ხელისშემშლელ ავადმყოფობად აღვიქვამთ და ყველანაირად ვცდილობთ მის დაძლევას. რიმანის წიგნის უპირველესი მიზანი სწორედ ამ თვალსაზრისის უარყოფაა. ის გვაიძულებს, შევჩერდეთ და ჩავფიქრდეთ. რაც უფრო მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს თანამედროვე მედიცინა სიბერესთან დაკავშირებული ფიზიკური პრობლემების დასაძლევად, მით უფრო მკაცრად გვაფრთხილებს რიმანი იმ საფრთხის გამო, რასაც „არ თუ ვერ დაბერების“ ფორსირებული პოზიცია გვიქმნის.