წიგნის ანოტაცია
ბავშვის ემოციების ფსიქოლოგია ქართულ ენაზე მომზადებული პირველი ორიგინალური სახელმძღვანელოა, რომელშიც კომპლექსურადაა განხილული ბავშვთა ფსიქო-ემოციური მდგომარეობის გამოვლენათა ფორმები და სახეები, მათი გამომწვევი მიზეზები; გუნება-განწყობილების ცვლილებები, კერძოდ ფობიების, შფოთვის, დეპრესიის, სტრესის გამოვლენის საფუძვლები.
მოცემულია დიაგნოსტირების, ფსიქო-კორექციული მეთოდებისა და საშუალებების დახასიათება: ასევე, მოტანილია ბავშვთა აგრესიისა და კონფლიქტებისადმი მიდრეკილების ადრეულ პერიოდში გამოსავლენი მეთოდიკა, ბავშვთა ემოციური გარემოს განმავითარებელი თამაში-სავარჯიშოები, ეტიუდები, ტესტები.
აღნიშნული სახელმძღვანელო განკუთვნილია ფსიქოლოგიის სპეციალობის სტუდენტების, ლექტორების, მშობლებისთვის, მათთვის, ვისთვისაც ფასეული და მნიშვნელოვანია ბავშვის ფსიქიკური ჯანმრთელობა.