წიგნის ანოტაცია
სახელგანთქმული, უთვალსაჩინოესი მოაზროვნის, ადამიანის ფსიქიკის იდუმალ მხარეთა მკვლევარის, სიღრმისეული ფსიქოლოგიია შემქნელის, არაცნობიერის დონეთა – ინდივიდუალური, ოჯახური, ეროვნული, რასობრივი და კოლექტიურის – გამაანალიზებლის, კომპლექსისა და არქეტიპის – აჩრდილი, ანიმა, ანიმუსი, ბრძენი, ყრმა (ღვთაებრივი), დიდი დედა (ყვე-ლაფრის პირველსაწყისი), თვითობის („მთავარი“ არქეტიპი) – ცნებათა მეცნიერულ მიმოქცევაში შემომტანის, ზოგადსაკაცობრ-იო სიმბოლოების, მითებისა და სიზმრების ფსიქოლოგიური თვალსაზრისით შემსწავლელის და ამით, გარკვეული აზრით, კულტურის ფილოსოფიის შემქმნელის – კარლ გუსტავ იუნგის ეს ნარკვევი კაცობრიობისადმი შეხსენება და გაფრთხილებაა და აგრეთვე, ადამიანის მიერ იმ აუცილებლად გადასადგმელ ნაბიჯებზე, რომელიც მას დაიხსნის ავტორიტარული, პერსონიფიც-ირებული სახელმწიფოსა და პერსონიფიცირებული ეკლესიის კოლექტიური, მასობრივი ჯოგის კლანჭებისაგან და დააყენებს ინდივიდუაციის ჯანსაღ გზაზე, რაც მას აქცევს ღირსეულ პიროვნებად, ანუ იმად, რომელიც არ ემორჩილება არანაირ გარე ძალა-სა და ძალაუფლებას, და ხდება თვითმყოფადი, თავისთავადი და თავისუფალი.