ნაშრომში შესწავლილია ქართულ მწერლობაში მიმდინარე პროცესები საქართველოს გასაბჭოების შემდეგ; გაანალიზებულია პროლეტარული მწერლობისა და სტალინიზმის ესთეტიკური კოდექსის – სოციალისტური რეალიზმის – კანონი, თეორია და პრაქტიკა; გამოვლენილია ლიტერატურის პარტიულობის საშიში ტენდენციები, დომინანტური იდეოლოგიის პოეტურ ფორმად გადაქცევისა და მისი ესთეტიზაციის მეთოდები. ნაშრომი განკუთვნილია XX საუკუნის ქართული ლიტერატურისა და, ზოგადად, საბჭოთა ტოტალიტარიზმის სპეციფიკით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.