მონოგრაფიის მიზანია, მკითხველს აჩვენოს საქართველოს როლი და მნიშვნელობა რეგიონსა და მსოფლიოში. აქ განხილულია საქართველოს ისტორიული გეოპოლიტიკა და პოლიტიკურ-გეოგრაფიული ცვალებადობა; აგრეთვე ჩვენი ქვეყნის ოთხივე უშუალო მეზობლის ძირითადი პრობლემები და მათი ურთიერთობა საქართველოსთან.
რევაზ გაჩეჩილაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკურ გეოგრაფიას ასწავლის. ის არის აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსი, გეოგრაფი და დიპლომატი. 1998-2020 წწ.-ში იყო საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი სხვადასხვა ქვეყანაში.
რევაზ გაჩეჩილაძე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი და 200-მდე სამეცნიერო ნაშრომის ავტორია.