მთავარი კითხვა, რომელსაც ჰაიდეგერი ცდილობს უპასუხოს ამ წიგნის მეშვეობით, არის კითხვა ჩვენი ყოფნის, ჩვენი ცივილიზაციების, ჩვენი წარმოდგენების აბსოლუტურობის და ერთადერთობის შესახებ: შესაძლებელია თუ არა სხვანაირი ყოფა, სხვანაირი აღქმა, სხვანაირი დრო? ჰაიდეგერი იკვლევს იმ შესაძლებელ პრინციპს, რომელზეც ახალი დრო, ყოფნის ახალი გაგება დაემყარება.
ერთ-ერთი ვერსიით, ეს არის ზრუნვა. ადამიანის ძირეული, საფუძველ-განმსაზღვრელი, უფრო ძველი და აუთენტური, ვიდრე სიცხადისკენ და გარკვეულობისკენ სწრაფვა...